გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასთან, ავსტრია, და ოჯახში შვიდი შვილიდან მეორე იყო. მამამისი ერნსტ კლიმტი მხატვარი-გრავიორი და იუველირი იყო.
1879-83 წლებში ვენის სამხატვრო-სახელოსნო სკოლაში სწავლობდა (Kunstgewerbeschule), სადაც არქიტექტურული დეკორატორის განათლება მიიღო. პროფესიული კარიერა ინტერიერის მიურალების ხატვით დაიწყო რინგშტრასეზე საზოგადოებრივ შენობებში. შემდეგ ავსტრო-უნგრეთის პროვნციების თეატრების კედლებს ხატავს. უკვე 1880 წელს იღებს სერიუზოულ შეკვეთას — „ოთხი ალეგორია“. 1885-86 წლებში ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად აფორმებს ვენის ბურგთეატრსა და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს. ბურგთეატზე მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორი ფრანც იოსიფი კლიმტს ოქროს ჯვრით აჯილდოებს ხელოვნებაში დამსახურების გამო.
No comments:
Post a Comment