შემოქმედება

კოცნა — ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის  ნამუშევარი. კოცნა კლიმტმა შექმნა 1908-1909 წლებში. ის ყველაზე ცნობილი ნახატია კლიმტის „ოქროს პერიოდიდან“. შეყვარებული წყვილი დგას უფსკრულის პირას. მამაკაცს აცვია ოქროსფერი მოსასხამი, თავზე ადგას დაფნის გვირგვინი, ქალს აცვია ყვითელი კაბა, ოქროსფერ თმაში ჩაბნეული აქვს ყვავილები და მამაკაცი კოცნის ქალს ლოყაზე. დაცულია ვენაში, ბელვედერის სასახლეში.









ახალგაზრდებმა ჰონორარიც საკმაოდ აიღეს, სახელოსნოც გააფართოეს და ახალი შეკვეთებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ გუსტავსა და კლიმტების ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს: უმცროსი ძმა, უნიჭიერესი მხატვარი ერნსტი 1892 წელს გარდაიცვალა. იმავე წელს გარდაეცვალა მამაც.

საყვარელი ძმის სიკვდილმა უდიდესი ზეგავლენა იქონია გენიოსზე. გუსტავის შეხედულებები ცხოვრებაზე, მხატვრობასა და საზოგადოდ, ხელოვნებაზე, იმდენად შეიცვალა, რომ 1884 წელს უახლოეს მეგობარ-კომპანიონ ფრანც მატჩთან ერთად მორიგ დიდ შეკვეთაზე მუშაობა უკვე ვეღარ შეძლო და დუეტი დაიშალა. კლიმტის ბიოგრაფები თვლიან, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო "კლიმტის რევოლუცია"...

No comments:

Post a Comment

მამამისი ერნსტ კლინტი